ყველაზე გამოუსწორებელი ძაღლი, რომელსაც არავისთან მეგობრობა არ სურს – ვიდეო

  ეს იყო საშობაო სასწაული ჩუხუახუა ედისთვის, რომელმაც ინტერნეტ სივრცეში სახელი გაითქვა, როგორც “ყველაზე ცუდი საქციელის ძაღლი”.
კალიფორნიის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს 2 წლის ჩიხუახუა, რომელსაც არცერთ ძაღლთან არ სურს მეგობრობა, ყველას კბენდა და იყო საშინლად დაუმორჩილებელი. ედიზე ვიდეო რგოლიც კი გააკეთეს, სადაც ძაღლი საშინელ მონსტრად არის წარმოდგენილი.თავშესაფრის საიტზე დაწერეს შემდეგი ტექსტი:
“ედდი ჩუქდება, თუმცა არავის გირჩევთ მის აყვანას. ის არის ძალიან აგრესიული ყველას მიმართ, არ იცის სხვა ძაღლებთან თამაში, არ მოსწონს საბმელით სეირნობა, აქამდე არავისთვის არ უკბენია, თუმცა არავინ იცის მომავალში უკბენს, თუ არა ვინმეს, არ უყვარს თავის საწოლში ძილი და ყოველთვის დაწვება თქვენს საწოლში, თუ გააგდებთ დაგიღრენთ და შეიძლება გიკბინოთ კიდეც.”
ყველას გასაკვირად ედდი გაჩუქდა, ის აიყვანა მოსიყვარულე ოჯახმა.

“როდესაც ედდი დავინახე, ვთქვი, რომ ეს არის ის საყვარელი ძაღლი, რომელზეც მე ყოველთვის ვოცნობობდი.”- ამბობს ძაღლის ახალი პატრონი.
ყველაზე დაუმორჩილებელმა ძაღლმა ედდიმ ახალ წელს, ახალი მოსიყვარულე და თბილი ოჯახი იპოვა.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=atWLQXVr6Ac&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები