ყველაზე არაორდინარული სასამართლო განაჩენი თანამედროვე ისტორიაში

აშშ-ის შტატ ოჰაიოს ქალაქ პეინსვილის მუნიციპალიტეტის სასამართლოს მოსამართლე მაიკლ ჩიკონეტი ცნობილია საკუთარი არაორდინარული განაჩენებით. მოსამართლე პროკურორებს ხშირად აძლევს უფლებას, განაჩენი თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიტანონ. როგორც წესი, მათ ორი ვარიანტი აქვთ: ციხე ან რამე გამოგონებული სასჯელი, რომელიც თვით ჩიკონეტის მიერ არის მოფიქრებული.

1. ახალგაზრდა წყვილს, რომლებიც პარკში სექსით დაკავდნენ, პარკის მთლიანად გასუფთავება, ყველა გამოყენებული პრეზერვატივის გადაყრა და ადგილობრივ გაზეთში განცხადების გაკეთება- საჯაროდ ბოდიშის მოხდა მიუსაჯეს.

2. ქალს, რომელმაც ზამთარში კატები ტყეში დატოვა, ჯარიმის გარდა, უბრძანეს, შუა ნოემბერში, საჭმლის, წყლის და კარვის გარეშე, ღამე ტყეში გაეტარებინა, მაგრამ რადგან იმ საღამოს ძალიან აცივდა, ჩიკონეტიმ მას გულმოწყალედ კოცონის დანთების ნება დართო.

3. მამაკაცს, რომელმაც პოლიციელებს “ღორი” უწოდა, ქუჩაში 170 კგ-იან ღორთან ერთად დგომა და ხელში ლოზუნგის დაჭერა: „ ეს პოლიციელი არ არის“ მიესაჯა

4. საჭესთან მჯდომი მთვრალი მამაკაცი, პროზექტურაში გაგზავნეს, სადაც უნდა ენახა მთვრალი მძღოლების მიზეზით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილი ადამიანები.

5. ქალი, რომელმაც ტაქსის მძღოლს საფასური არ გადაუხადა, 30 მილზე მეტი ფეხით ატარეს (48კმ), ზუსტად იმდენი, რა მანძილზეც იარა ტაქსით.

ჩიკონეტის თქმით, ადამიანების 90 %, რომლებმაც იწვნიეს მისი “კრეატიული მართლმსაჯულება“, მეტად აღარ არღვევდნენ კანონს. მაიკლ ჩიკონეტს 1994 წლიდან უცვლელად ირჩევენ, მისი პოპულარობის და განსაკუთრებული განაჩენების გამო.

კომენტარები

სხვა სიახლეები