ვერძი: ნერვული და იმპულსური არამზადაა. ჩადენილის შემდეგ ან მაშინვე ითხოვს პატიებას – ხმაურიანად და თეატრალური ეფექტებით (რათა ხვალ ისევ ძველებურად გააგრძელოს), ან საერთოდ არ ითხოვს პატიებას – თურმე, სიამაყე არ აძლევს ამის საშუალებას.
თავის მართლება – „მაპატიე, რაღაც დამემართა. ეშმაკი შემიჩნდა“
კურო: ანგარიშიანი არამზადა. მას შეიძლება ხშირად ჰკითხოთ: „საერთოდ ფიქრობ, რას აკეთებ?“ კურო წინასწარ თვლის, სად მიაყენოს მოწინააღმდეგეს დარტყმა, რომ უფრო მტკივნეული იყოს.
თავისმართლება – „თავად დაიმსახურე“.
ტყუპები: თავქარიანი არამზადაა. ხშირად ვერ გრძნობს, რომ როგორც უკანასკნელი არამზადა, ისე იქცევა. ჩადენილი სისაძაგლე 5 წუთში ავიწყდება.
თავისმართლება – „შენ რა, გეწყინა? რატომ?“
კირჩხიბი: ძალიან უბედური არამზადაა. ეს შენ ხარ არამზადა, ის კი – გარემოებების უდანაშაულო მსხვერპლია. და ასე იქნება ყოველთვის, თუნდაც მის მიერ ჩადენილი სისაძაგლეები შენზე მეტი იყოს. უფრო მეტიც, ის იზრუნებს, რომ მთელმა სამყარომ გაიგოს, როგორ მოექეცი საწყალს.
თავისმართლება – „თავად მაიძულე!“
ლომი: საკუთარ თავზე შეყვარებული არამზადა. ის ბრძენი და დიდებულია, ის – მეფეა, სხვები კი – ფეხქვეშ დაგდებული ნაგავი. ამ მგდომარეობიდან გამომდინარეობს ყველა მისი სისაძაგლე.
თავის მართლება – „ასე მომინდა“.
ქალწული: გულღვარძლიანი არამზადა. ოდესღაც, სადღაც გადაუღობე გზა (ან რაღაც უსიამოვნო თქვი მისი მისამართით) – მიიღე, რაც დაიმსახურე! მთელი ეს წლები ამ მომენტს ელოდებოდა, რათა გადმოენთხია მთელი ჭუჭყი, რომელიც შიგნით დაუგროვდა.
თავის მართლება – „მე? ეგ როგორ იფიქრე!“
სასწორი : მშიშარა არამზადა. სასწორებმა პირველი ადგილი დაიკავეს არამზადების რეიტინგში. საძაგელი, უზნეო არსებაა. ტყუილი, ცილისწამება, ღალატი – ასეთი ცხოვრების წესი აქვს. და ეს ყველაფერი სილაჩრის გამო.
თავის მართლება: არანაირი… ჩაიდინა სისაძაგლე და დაიმალა.
მორიელი: პრინციპული არამზადა. პრინციპები შეიძლება ნებისმიერი იყოს, მასში არ არის არსი. მისი სუპერრთული მსოფლმხედველობის თვალსაზრისით შენ დაარღვიე რომელიღაც აკრძალვა და უნდა დაისაჯო. საკუთარ თავს ის სამართლიანობის იარაღად თვლის.
თავის მართლება: არანაირი. და ქედმაღლურად მაღლა აწეული ნიკაპი.
მშვილდოსანი: სკანდალური არამზადა. ის იღებს სიამოვნებას კონფლიქტებისგან.
თავის მართლება: ამაღლებული ტონით ნათქვამი უაზრო ტექსტი.
თხის რქა: ჯიუტი და შეზღუდული არამზადა. კუროს გულგრილობა + ლომის ეგოიზმი + მისი პირადი განუმეორებელი გონებაჩლუნგობა. და კიდევ სიძუნწე.
თავის მართლება: „ასე გამოვიდა“.
მერწყული: ცინიკური არამზადა. საპატიო მეორე ადგილი სასწორის შემდეგ. გააკეთებს სისაძაგლეს მარტო იმისათვის, რომ იცინოს როგორ იტანჯები.
თავის მართლება: „ჰა-ჰა“.
თევზები: გულგრილი არამზადა. როდესაც საშველად უხმობენ, ის კეტავს ფანჯარას და მჭიდროდ ეხვევა საბანში. ნუ ელოდები, რომ მოვა შენთან საავადმყოფოში, სადაც სიკვდილის ბოლო წუთებს გაატარებ.
თავის მართლება: „ბოდიში, მაგრამ ყველა საკუთარ თავზე აგებს პასუხს“.
სხვა სიახლეები