“ყვე­ლა­ფერს მპა­ტი­ობს და ყო­ველ დღე სა­ჩუქ­რე­ბით მა­ნე­ბივ­რებს” – რატომ უჩივლა ქალმა ქმარს სასამართლოში

გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში ქალ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის­თვის სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, რად­გან ქმრის ზედ­მე­ტი სიყ­ვა­რუ­ლი და ზრუნ­ვა მის­თვის ძნე­ლად ასა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა.
„დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ქა­ლაქ ფუ­ჯა­ი­რა­ში, სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ქმარს მის­თვის არა­სო­დეს უყ­ვი­რია, ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან თბი­ლად ექ­ცე­ო­და, ანე­ბივ­რებ­და სა­ჩუქ­რე­ბით და სახ­ლის საქ­მე­ებ­შიც ეხ­მა­რე­ბო­და.
ამის მი­უ­ხე­და­ვად, ქალი ამ­ტკი­ცებს, რომ მისი ცხოვ­რე­ბა „ჯო­ჯო­ხეთს ჰგავს“, კა­ცის მიერ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია და ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, და­შორ­დეს.
„მახ­რჩობს მისი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ის სახ­ლის საქ­მე­ებ­შიც კი მეხ­მა­რე­ბა, ჩემი თხოვ­ნის გა­რე­შე,“ – აღ­ნიშ­ნა უკ­მა­ყო­ფი­ლო ცოლ­მა.
საყ­ვა­რე­ლი ცო­ლის­თვის რომ ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა, კაც­მა მკაც­რი დი­ე­ტა და­იც­ვა და ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი მო­ი­შო­რა, თუმ­ცა მა­ინც ვერ შეძ­ლო, ქა­ლის­თვის ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა.
„ვნატ­რობ, ერთხელ მა­ინც ვი­კა­მა­თოთ, მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია ჩემს რო­მან­ტი­კულ ქმარ­თან, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს მპა­ტი­ობს და ყო­ველ დღე სა­ჩუქ­რე­ბით მა­ნე­ბივ­რებს. მე ჩხუ­ბი მჭირ­დე­ბა და არა ასე­თი მშვი­დი ცხოვ­რე­ბა,“ – გა­ნა­ცხა­და ქალ­მა.
ქმა­რი კი სა­სა­მარ­თლოს სთხოვს, ქალს გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე უარი უთხრას.
„ჯერ მხო­ლოდ ერთი წე­ლია, ერ­თად ვცხოვ­რობთ და უსა­მარ­თლო იქ­ნე­ბა ჩემი გან­კი­თხვა. ყვე­ლა სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს. მე შე­სა­ნიშ­ნა­ვი და კე­თი­ლი ქმა­რი ვარ,“ – გა­ნა­ცხა­და ქმარ­მა.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები