„ყელი უნდა გამოგჭრა და შენი სისხლით იაშვილის ეზო მოგირწყა“ – გარდაცვლილი ბუკა ნიკურაძის მამიდა ექიმს მიმართავს

გარდაცვლილი 7 წლის ბუკა ნიკურაძის მამიდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ბუკას ექიმს, ასმათ შენგელაიას მიმართავს.

“ასმათ შენგელაია, გემუქრები და წადი მიჩივლე. უნდა მოკვდე, ბუკას უნდა მიყვე უკან, ოღონდ, განსხვავება ერთია ბუკა სამოთხეში და შენ ჯოჯოხეთში. ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს, უნდა გაწამო, თითო წამი როგორც ბუკა აწამე, შენ ნაბიჭვარო ქალო..არ გაცოცხლებ არა! რამდენი მტერი გაიჩინე ჩემი თამადობით. ბუკას ბიძები, დეიდები, მამიდები, ბებიები, ბაბუები, მისი ძმა, რომელიც სისხლიანი თვალებით უყურებს ბუკას. არა, უნდა ამოწყდე ოჯახიანად, არ უნდა გაგიმრავლდეს შთამომავლობა, ამოწყდი ძირიანად და მონაგარიანად, იწამე ისე, როგორც ბუკა ეწამა ეს დრო. არა, არ გაპატიებს არავინ. უფალს ევედრე, სწრაფი სიკვდილით მოკვდე. მიჩივლე, მიდი, შე დამპალო აყროლებულო ძუკნა. ყელი უნდა გამოგჭრა და შენი სისხლით იაშვილის ეზო მოგირწყა”, – წერს ბუკას მამიდა ქეთი ნიკურაძე.

გუშინ 7 წლის ბუკა ნიკურაძე, რომელსაც ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, გარდაივალა. პატარა თავდაპირველად მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადიოდა. შემდეგ კი მკურნალობა რამდენიმე თვის განმავლობაში თურქეთში განაგრძო. მისი მკურნალობა “საქართველოს სოლიდარობის ფონდმა” დააფინანსა. თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ვინც მის ხელახალ მკურნალობაზე თანხმობა განაცხადა, თემქის მე-5 საავადმყოფო იყო. 7 წლის ბუკა ნიკურაძე აღნიშნულ საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მას უფროსი ძმა ჰყავს.

კომენტარები

სხვა სიახლეები