ყაზბეგის გამზირზე რესტორანი „ვაინშტეფანი“ გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
თბილისს კიდევ ერთი ახალი რესტორანი შეემატა. რესტორანი „ვაინშტეფანი“, რომელიც ყაზბეგის გამზირის 27 ნომერში მდებარეობს, სტუმარს მრავალფეროვან მენიუს, სამი ტიპის დარბაზს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
გუშინ ახლადგახსნილ „ვაინშტეფანში“ ხალხმრავლობა იყო. რესტორანში სტუმრებს ფურშეტით გაუმასპინძლდნენ.
„ვაინშტეფანის“ სტუმარს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის დახვეწილი ინტერიერით:
✔ ზამთრის ღია ტერასა
✔ ღია სამზარეულო
✔ მთავარი დარბაზი
✔ Lounge Bar
რესტორანი გთავაზობთ ათასწლოვანი ტრადიციის მქონე პრემიუმ კლასის ლუდს – ვაინშტეფანს, რომელიც იწარმოება მიუნხენის ჩრდილოეთით მდებარე ბენედიქტების მონასტერში, ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციების დაცვით.
მრავალფეროვანი მენიუს – ადგილზე დამზადებული კერძები, ხაზი ესმევა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, სეზონურობას და კულინარიული დამუშავების ტექნიკას.
(R)