ინგრედიენტები:
ყავა – 250 მლ (3 სადილის კოვზი ყავა 250 მლ წყალში გავხსნათ),
კვერცხის გული – 3 ცალი,
შაქარი – 150 გრ,
ჟელატინი – 10 გრ,
ნაღები – 300 მლ.
მომზადების წესი: ჟელატინს ანადუღარი წყალი დავასხათ და შეფუთვაზე მითითებულ დრომდე დავტოვოთ. ცალკე ქვაბში კვერცხის გული და შაქარი ერთმანეთში შევურიოთ. ცეცხლზე დავდგათ და დავტოვოთ, სანამ შაქარი არ დადნება. შემდეგ ყავა და ჟელატინი დავუმატოთ, ცეცხლზე მანამ დავტოვოთ, ვიდრე ჟელატინი არ გაიხსნება. შემდეგ კი გავაცივოთ. ნაღები მიქსერით ავთქვიფოთ და მიღებული ყავის მასა დავუმატოთ. ჭიქაში ჩავასხათ და მაცივარში 3- 4 საათით მოვათავსოთ.