ჩეხეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვები მოქმედებს. ამის შესახებ დიანა ველენგურსკაია, რომელიც ახლა დაბრუნდა პრაღიდან, სოციალურ ქსელში საჭირო რჩევებს საზოგადოებას უზიარებს:
“პანდემიის მერე ეს ჩვენი პირველი მოგზაურობაა და როგორც წყლიდან ამოყვინთვის მერე გიხარია ჰაერის ჩასუნთქვა, ისეთი შეგრძნებებით ვართ სავსე. ბევრი გვეკითხება როგორ გაძვერითო, პრაღა არ იღებსო საქართველოს, კოვიდ პასპორტი და აპოსტილი თუ დაგჭირდათო… პრაღა იღებს მხოლოდ ფაიზერით აცრილებს. ჩვენ ვერ მოვასწარით ბუსტერი და რადგან სინოფარმით ვიყავით აცრილები, ვენიდან გადავედით. ვენის აეროპორტი იღებს სინოფარმს, სახმელეთო ტრანსპორტში აცრის ტიპს მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ. მთავარია აცრილი ოყო. ვენაშიც და პრაღაშიც ყველგან საჭიროა კოვიდ პასპორტი, ადგილობრივებისთვისაც და ტურისტებისთვისაც განურჩევლად. აპოსტილი საერთოდ არ გჭირდებათ არსად, არც აგვიღია. ევროპაში ცხვირს ვერსად შეყოფ და თან წასაღებ სტარბაქსის ყავასაც არ მოგცემენ თუ აცრილი არ ხარ. ყველა დადის კოვიდ პასპორტებით. სამაგიეროდ არც სიცხეს ზომავენ არსად, არც დისტანციას იცავენ, არც ხალხის რაოდენობას აკონტროლებენ და არც პირბადეს გავალდებულებენ… ყველგან ხალხმრავლობა და ძველებური ლაღი ბედნიერი ცხოვრება გუგუნებს. მართლა გადამავიწყდა კოვიდის არსებობა ამ რამდენიმე დღეში და ვხვდები რომ ყველაზე მეტად ამ სტრესისა და წიკების მოხსნა მჭირდებოდა… are u vaccinated? 😳 Yes 😎
და ცხოვრება მშვენიერია, ყველა გზა ხსნილია და ყველგან welcome ტიპი ხარ. ნუ თუ ფაიზერი ხარ ხო საერთოდ სუპერგმირად გრძნობ თავს. ჰოდა ახლა რომ ჩამოვალთ მალევე უნდა დავრეგისტრირდე და დავიბუსტო ფაიზერის ორივე დოზით, მიუხედავად იმისა რომ ჯერ 1.5 თვის წინ გადავიტანე კოვიდი და სინოფარმით ორჯერ ვაქცინირებული ვარ. მინდა ვეკუთვნოდე ლაღ, ბედნიერ საზოგადოებას და აღარასდროს შემეკვეცოს ფრთები.”-წერს დიანა.