ამერიკელმა ქანიე ვესტმა “ინსტაგრამის” სთორიში მისი და კიმ კარდაშიანის ძველი ერთობლივი ფოტო ატვირთა და დაწერა, რომ “ღმერთის ძალით, ისინი კვლავ ერთად იქნებიან.“
ქანიემ ფიცი დადო, რომ ყოფილ მეუღლეს შეურიგდებოდა და კარდაშიანების რეალით შოუს არ მისცემდა მისი ცხოვრების განკარგვის უფლებას.
მისი თქმით ისინი შესაძლოა არც იყვნენ ოფიციალურად გაყრილები – “მე არასდროს მინახავს გაყრის საბუთები. ბავშვებსაც უნდათ, რომ მათი მშობლები ერთად იყვნენ.“
წყვილი ოფიციალურად თებერვალში გაშორდა ერთმანეთს და როგორც ჩანს, მხოლოდ ქანიე ვესტს სურს ურთიერთობის განახლება, რადგანაც კიმმა უკვე იპოვა ახალი სიყვარული.
კიმ კარდაშიანს რომანი აქვს Saturday Night Live-ის 28 წლის კომიკოსთან, პიტ დევიდსონთან. წყვილი ხშირად დადის საიდუმლო პაემნებზე.
რეპერის აზრით, კიმის ამგვარი საქციელი არც მის რეპუტაციას არგებს და არც ღმერთის თვალში იქნება მოსაწონი.