„ღმერთო, როგორ მენატრები“ – კობი ბრაიანტის მეუღლე ქმარსა და ქალიშვილზე (ფოტო)

ლეგენდარული კალათბურთელის, რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი კობი ბრაიანტის მეუღლე, ვანესა ბრაიანტი, სოციალურ ქსელ Instagram-ზე, ქმრისა და მასთან ერთად დაღუპული 13 წლის ქალიშვილის ფოტოებს ავრცელებს, წარწერებით:

„ჩემი ჯიანა. ღმერთო, როგორ მენატრები. ისეთი იღბილიანი ვიყავი 13 წლის განმავლობაში გაღვიძებისას შენი შეუდარებელი სახისა და იდეალური ღიმილის ხილვით. ვნატრობ ეს ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გაგრძელებულიყო. დედას უყვარხარ უსაზღვროდ“

„ჩემი საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო მამა, ძალიან მენატრები. სიმპათიური, საყვარელი, სასაცილო, მოსიყვარულე ქმარი“

„ჩემო ჯიჯი. მე შენ მიყვარხარ! მენატრები! შენ გვასწავლე, რომ სიკეთის ნებისმიერი აქტი ყოველთვის ცოტაა. დედა არის და ყოველთვის იქნება შენით ამაყი“

კომენტარები

სხვა სიახლეები