ღიპიანი მამაკაცები მოდაში შემოდიან

მტანჯველი და ხანგრძლივი ვარჯიში დარბაზში ნელ-ნელა მოდიდან გადადის,- ამის შესახებ უცხოური ჟურნალები უკვე აქტიურად წერენ. მას ახალი ტრენდი – Dad Bod-ი, იგივე „მამიკოს სხეული“, ქართულ სინამდვილეში კი „მამაკაცი ღიპით“ ანაცვლებს.

ასეთი ტენდენცია მთელი მსოფლიოს მამაკაცებს საშუალებას აძლევს, აღარ იღელვონ პატარა ან საშუალო მუცელზე და სინდისის ქენჯნის გარეშე გამოაჩინონ იგი.

საინტერესოა, რომ ტერმინი Dad Bod-ი პირველად 2015 წლის მარტში ამერიკელმა მაკენზი პირსონმა გამოიყენა. ეს ფრაზა იმდენად ზუსტი აღმოჩნდა, რომ მეორე დღესვე ინტერნეტში, სხვადასხვა სოციალურ ქსელში გაჩნდა წერილები და პოსტები Dad Bod-ზე.

12696136_1126863954025114_583900981_n

კომენტარები

სხვა სიახლეები