„ღვინო, დუდუკი, კაცები“- ახალგაზრდა „ლეიბორისტები“ სტერეოტიპებს ანგრევენ (ფოტოკოლაჟი)

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები ქალების მიმართ სტერეოტიპებს ანგრევენ. „კაცს რა უნდა საჭესთან?“, „არა, ვაჟიშვილზე არ გავთხოვდები“ , „ღვინო, დუდუკი, კაცები“, „აღარ გვინდა, ჩვენი კაცები უცხოეთში მოხუცებს უვლიდნენ“… – ფოტოები აღნიშნული წარწერებით ახალგაზრდა „ლეიბორისტებმა“ ფეისბუქის პირად გვერდზე განათავსეს.
როგორც მათ სოციალურ გვერდზე განმარტეს, ამ ფორმით შეეცადნენ, ქალთა დღე მანდილოსნებისთვის ორიგინალურად და სიმბოლურად მიელოცათ. მათი თქმით, ისინი შეეცადნენ, ქალების მიმართ სტერეოტიპები დაემსხვრიათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები