“ღამურებზე გამოცადეს 50 შტამი, აინტერესებდათ, როგორი ვირუსი იქნებოდა” – მიშა ცაგარელი კორონავირუსზე (ვიდეო)
ასტროლოგი მიშა ცაგარელი კორონავირუსის გავრცელებისა და შექმნის შესახებ ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში, გადაცემა “პოსტალიონში” საუბრობს.
“მოგაწვდით გარკვეულ ინფორმაციას, საიდანაც დაიწყო ეს პროცესი. უხანი, აქ არის ლაბორატორია და აკეთებენ ბიოიარაღს. ახლა გელაპარაკებით, როგორც პროფესიით ბიოქიმიკოსი და არა ასტროლოგი, ამიტომ ვიცი, რა შეიძლება გაკეთდეს, რა სინთეზური პროცესები შეიცვალოს ადამიანში, რომ დაიწყოს ერემეს, დეენემის ცვლილება, რომელიც ვირუსულ სერიოზულ ინფექციებს გამოიწვევს. ამაზე მუშაობდა ყველა და არც იმალება დიდად.
უხანში შეაგროვეს 50 შტამი და ამ შტამებს იყენებდნენ ღამურებზე, აინტერესებდათ, რა რეაქცია ექნებოდათ და როგორი ვირუსი იქნებოდა. ამ დრომდე ვერ შეიქმნა ვაქცინა სწორედ ამის გამო, რომ 50 გრიპია შეყვანილი ერთად და ყველას სხვადასხვა ვაქცინა სჭირდება. იმიტომ გაჯანჯლდა ეს პროცესი მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა მიშა ცაგარელმა.
https://www.youtube.com/watch?v=EbimG9y9l1A&feature=share&fbclid=IwAR0OLUaaEMJ7us-B4Q0SsGpyBl8rWCzd4Shg5h23qPwmk5VwpXB6r_ZLVTs