არგენტინელ ფეხბურთელს, ლიონელ მესის საზაფხულო არდადეგები აქვს, თუმცა ინციდენტების გარეშე მისმა დასვენებამ ვერ ჩაიარა. საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” თავდამსხმელს იბიცაზე ღამის კლუბში უცნობი პირი თავს დაესხა. ამის შესახებ Daily Star-ი იტყობინება. მესი ღამის კლუბში მეუღლესა და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობმა ადამიანი მასზე თავდასხმას სცადა. წამებში მესის გარშემო დაცვის უამრავი თანამშრომელი გაჩნდა და მათ ფეხბურთის ვარსკვლავს თავდამსხმელი მოაშორეს.