„ღამეებს ტირილში ვათენებ, ჩემმა ქმარმა საყვარლისგან შვილი გააჩინა, მზად ვარ მოვკლა“ – 37 წლის ქალის ისტორია

ჟურნალი „თბილისელები“ 37 წლის ნინოს ისტორიას აქვეყნებს, რომელიც საკუთარ ოჯახში შექმნილ რთულ სიტუაციაზე ჰყვება.
აღნიშნულ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ:
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრება თავზე დამემხობოდა მხოლოდ იმის გამო, რომ მომთმენი, უენო, თბილი და მეოჯახე ვარ. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემს ოჯახს თავზე გადავფარებოდი, ყველაფერი წესრიგში მქონოდა.
ვზრუნავდი, არაფერი მოჰკლებოდა ქმარ-შვილს, მაგრამ უკუღმა შემომიტრიალდა. წლების წინ გავიგე, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა. არ მინდოდა საქვეყნოდ და სააშკარაოდ გამომეტანა ეს თემა, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობდი და ვფიქრობდი: იქნებ თავად მიხვდეს და დაშორდეს-მეთქი. არაერთხელ მისაყვედურია, ამ თემაზე კამათიც მოგვსვლია. თავს იმართლებდა: რა იყო, რა ამბავი ატეხე, უბრალოდ, გავერთე იმ ქალთან და მორჩაო. არადა, ვიცოდი, სისტემატურად აკითხავდა იმ კახპას. ერთი წლის წინ კი, შვილიც გაუჩინა. თვითონ დამირეკა და მითხრა: არც გაბედო მოხტომა და ჩემი შეურაცხოფა, შვილი მინდოდა და გავაჩინე, მე ნურაფერს მკითხავ, შენს ქმარს მოსთხოვე პასუხი. არ გაბედო ჩემი და ბავშვის აწიოკება, თორემ თმებს დაგაცლიო. ზუსტად ამ სიტყვებით მომმართა. ჩემს ქმარს რომ მივვარდი გამწარებული, იმანაც იგივე მითხრა: შვილი უნდოდა და გააჩინა, რა პანიკებს ტეხავო. ისე ვიყავი გაღიზიანებული, მინდოდა ორივესთვის სამაგიერო გადამეხადა და ჩემი ხელით დამეხოცა. ბავშვმა რა დამიშავა, ის უცოდველია, მაგრამ ამ ორმა ადამიანმა გამაუბედურა, დამაჩაჩანაკა, შეურაცხმყო და თავს ლაფი დამასხა. თავმოყვარე ადამიანი ვარ და ახლობლებში, მეზობლებსა და ნათესავებში თავი არ გამომეყოფა. ყველამ გაიგო ეს ამბავი. რა დაიმალება? მამშვიდებდნენ: გაანებე თავი, შვილი უნდოდა და გააჩინა და გაზრდის. შენი ქმარი რომ დაეხმარება, ამას უნდა შეეგუო. შენ შენს ოჯახს მიხედე და ეცადე, ისე მოიქცე, ქმარი მასთან არ გაიქცეს საცხოვრებლადო. რაღაც პერიოდის მერე ცოტა დავწყნარდი, ვიფიქრე: ჯანდაბას, რასაც აღარაფერი ეშველება, იყოს-მეთქი, მაგრამ ამას წინათ ქმარმა ოფიციალურად გაშორება მომთხოვა. ჩემი ბრალია, დროზე რომ არ დავდექი ჩემს სიმაღლეზე. ეს ამბავი რომ გავიგე, მაშინ უნდა დამემხო თავზე და მხოლოდ კამათით არ უნდა შემოვფარგლულიყავი. ვფიქრობდი, მიხვდება, მოსწყინდება, დაანებებს თავს და რატომ გავამწვავო სიტუაცია-მეთქი. ფაქტია, იმ კახპამ, ქმრის წართმევაც მოინდომა. ეს გამოშტერებული კი მოდის და მეუბნება: ხელი გავაწეროთ. ისედაც არ გვქონდა ინტიმური ურთიერთობა და მატერიალურად კი დაგეხმარები. რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები, იმასთან თუ შენთანო. რა აჭამა, რა დაალევინა და რა გაუკეთა ამ კაცს, არ ვიცი. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ თავის ჭკუაზე აღარ არის. არადა, საუკეთესო ქმარი და მამა იყო. ყოველთვის მაფასებდა და სადაც არ უნდა წასულიყო, სულ გვერდით ვყავდი. ურთიერთობა მას მერე გაგვიფუჭდა და გაცივდა, რაც მის ცხოვრებაში ის საზიზღარი გამოჩნდა. ხანდახან ვამბობ, გავაწერო ხელი და წაეთრეს, წავიდეს იმასთან, ასე უფრო დავწყნარდები-მეთქი. მაგრამ მერე იმასაც ვფიქრობ, როგორ გავახარო ის ქალი?

ამ ბრძოლაში, როგორ გავამარჯვებინო, როგორ დავუთმო ქმარი-მეთქი. არ დავთანხმდები გაშორებას და ჰყავდეს საყვარლის სტატუსით ვაჟბატონი. ვნახოთ, როდემდე აიტანს და გაუძლებს. შვილებს თვალებში ვერ ვუყურებ, გარდატეხის ასაკში არიან და მეშინია, ამ ფაქტმა მათზე ცუდად არ იმოქმედოს. ღამეებს ტირილში ვათენებ და რომ ვხედავ ადამიანს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა, მზად ვარ, ვწვდე კისერში და გავგუდო, ჩემი ხელით მოვკლა. გამაბოროტეს, გამაგიჟეს, წყობიდან გამომიყვანეს და კიდევ არ მეშვებიან. მე არ დავთანხმდები განქორწინებას და არც მატერიალურ დახმარებაზე ვიტყვი უარს. გადავწყვიტე, არც იმ ქალბატონის ზარებს ვუპასუხო. თუ კიდევ რამე აქვს სათქმელი, მოვიდეს, ჩამხედოს თვალებში და ისე მითხრას“

კომენტარები

სხვა სიახლეები