ექიმი–პედიატრის, ქეთი ლობჟანიძის განცხადებით, ქუჩაში სეირნობა უსაფრთხო არ არის და არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი კორონავირუსით არ დაინფიცირდება. მისი თქმით, ვირუსის წვეთების გავრცელება საუბრის დროს 2-მეტრზე, სირბილის დროს 5-მეტრზე, ხოლო დაცემინებისას 8 მეტრზე ხდება:
“ეს ვირუსი არ არის არც ებოლა, არც შავი ჭირი და ზუსტად უპასუხისმგებლობის გამო ჩვენ, მოქალაქეებმა, ადამიანებმა ის მომაკვდინებელ ვირუსად ვაქციეთ.
კარანტინი ნიშნავს, რომ ქუჩაში ხალხი არ უნდა დადიოდეს. ვირუსის წვეთების გავრცელება საუბრის დროს 2-მეტრზე, სირბილის დროს 5-მეტრზე, ხოლო დაცემინებისას 8 მეტრზე ხდება. ანუ, ქუჩაში სეირნობის დროსაც შესაძლებელია ადამიანი დაინფიცირდეს“, – აღნიშნავს პედიატრი.