ქუთაისში, პაციენტის ცხვირიდან 17 წლის წინ ჩარჩენილი მავთული ამოიღეს (ფოტო)

დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა „გიდს“ პაციენტმა მიმართა, რომელსაც თავის ტკივილები, სუნთქვის გაძნელება და დისკომფორტი წლების მანძილზე აწუხებდა. 17 წლის განმავლობაში პაციენტს სხვადასხვა კლინიკებში სინუსიტზე პერმანენტულად მკურნალობდენ.
ექიმმა ნათია აფხაძემ გაარკვია, რომ სუნთქვის გაძნელებას 17 წლის მანძილზე ცხვირში ჩარჩენილი რამდენიმე სანტიმეტრიანი მავთული განაპირობებდა.
ცხვირიდან მავთულის ამოღების შემდგომ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. ექიმსა და კლინიკას კი გაწეული სამედიცინო დახმარებისათვის მადლობას უხდის.

კომენტარები

სხვა სიახლეები