ქუთაისში მაშველებმა სავენტილაციო მილში გაჭედილი კატა გადაარჩინეს. ფოტო სოციალურ ქსელში გიორგი თუხარელმა გამოაქვეყნა.
“დღეს ქუთაისში საცხოვრებელი ბინის სავენტილაციო მილში კატა იყო გაჭედილი. მაშველებმა ონავარი ფისო აბაზანაში საჰაერო მილიდან უვნებლად გამოიყვანეს”,- წერს თუხარელი.