ქუთაისს მუსიკალური ზებრახაზი შეემატა (ფოტოკოლაჟი)

 

კლავიშები და გვირილები ქუთაისის გზაზე – ოპერის წინ ზებრა გადასასვლელი მუსიკალურ თემაზე მოიხატა. ამ ინფორმაციას ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს. „ცალ მხარეს სდექ ხაზია დახატული, მეორე მხარეს კი გვირილები, ქუთაისის სიმბოლო, გვირილობის სიმბოლო, რომელსაც ეს ქალაქი 2 მაისს აღნიშნავს, მეოცე საუკუნის დასაწყისში დამკვიდრებული ქველმოქმედების საპატივსაცემოდ“, – წერს ჩანადირი სოციალურ ქსელში.

ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო ფულის შესაგროვებლად ქალაქში ყოველ წელს შერჩეული ლამაზი ქალი გიმნაზიელი გოგოთი და ბიჭით დადიოდა. გოგო გვირილებს დაატარებდა, ბიჭი კი ფულის შესაგროვებელ კალათას. შემომწირველი რჩეული ქალისგან გულზე გვირილის შებნევით ჯილდოვდებოდა. დღეს მოხატულ ზებრა ხაზს სიმბოლურად გვირილები ამშვენებს.

სამუშაოები ქუთაისის მერის დავალებით ააიპ “სპეციალური სერვისების” თანამშრომლებმა შეასრულეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები