ალექსანდრ ჩიგირინსკის უფროსმა შვილმა 25 წლის მიკამ ცოლად ბიზნესმენ ვახტანგ ფხაკაძის შვილი ნატა მოიყვანა. შთამბეჭდავი ქორწილი მოსკოვში გაიმართა. ქორწილი ებრაული კანონების გათვალისწინებით ჩატარდა. ქორწილს ალექსანდრ ჩიგირინსკის ძმა, შალვა ჩიგირინსკი აკლდა, რომელიც ამერიკაში არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით არის დაკავებული. 60 წლის შალვა ჩიგირინსი ქუთაისში დაბადებულია, იგი დედით ებრაელია, მამით კი ბერძენი. ის “ფორბსის” რუსული ვერსიის თანახმად, 100 ყველაზე მდიდარი რუსის რეიტინგში პირველ 50-ში ხვდება. რაც შეეხება ქორწილს, მასზე ბევრი ცნობილი სახე იყო მიწვეული, მათ შორის სოსო პავლიაშვილი, ფილიპ კირკოროვი, ბრიტანული ჯგუფი Blue და სხვა. ცერემონიას ბერა ბრეჟნევა და მაქსიმ გალკინი უძღვებოდნენ.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=BF4mhRcNDRI&feature=youtu.be[/youtube]