ქსენია სობჩაკი ფანების გაოცებას ფეხმძიმობის ბოლო თვეებშიც ახერხებს

ფეხმძიმობის ბოლო თვეებში, ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი სიურპრიზებს არ წყვეტს. ცოტა ხნის წინ ქსელში გავრცელდა ჯგუფ “ლენინგრადის” სიმღერა – “სობჩაკის სათვალეები”. კლიპს რამდენიმე დღეში, უკვე 5 მილიონი ნახვა აქვს. მოგვიანებით ტელეწამყვანმა თქვა, რომ კლიპის გადაღებამ ძალიან ადვილად და სასიამოვნოდ ჩაიარა. “თქვენ მოგეწონათ “ლენინგრადის” ახალი კლიპი? ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო დღე იყო. მადლობა სერგეის, რომელმაც მე უკვდავმყო.” განხილვის მიზეზი გახდა, დაბალი ფენის საზოგადოების ფორმაში წარდგენილი ქსენია და მისი ქმარი, მაქსიმ ვიტორგანომი. კადრში, ქსენია კამერაში პოზიორობს და მის ფონზე მისი ქმარი ქუჩაში “მოფსმის” იმიტაციას აკეთებს. «Гопники на районе!» ასე დაასათაურა სურათი ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები