ქსენია სობჩაკის ქმარმა ცოლის საყვარელს ცხვირი გაუტეხა

როგორც რუსული მედია იუწყება, ქსენია სობჩაკის მეუღლემ, მაქსიმ ვიტორგანმა ცოლის სავარაუდო საყვარელს სცემა. დიდი ხანია დადის ხმები, რომ სობჩაკი მას რეჟისორ კონსტანტინ ბოგომოლოვთან ღალატობს. როგორც მედიაში წერენ, ვიტორგანმა ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა კონკურენტთან კაცურად გაერჩია საქმე. 21 იანვარს მსახიობმა და რეჟისორმა იჩხუბეს.
ინციდენტი მოსკოვის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი დაწესებულების ეზოში მოხდა. ვიტორგანს და ბოგომოლოვს შორის კონფლიქტი წარმოიქმნა, რის მერეც ისინი ეზოში „სალაპარაკოდ“ გავიდნენ. ამ საუბრის შემდეგ, რეჟისორი შენობაში დასისხლიანებული სახით შებრუნდა. როგორც გაირკვა, მაქსიმ ვიტორგანმა მას ცხვირი გაუტეხა. როგორც მედია ვარაუდობს, ვიტორგანს უფრო მისი შეშინება სურდა, ვიდრე დაშავება, რადგან ცხვირგატეხილმა რეჟისორმა მედიკოსების დახმარებაზე უარი თქვა.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სკანდალურ წამყვანს და პრეზიდენტობის კანდიდატ სობჩაკს საყვარელი ჰყავს, გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. უკვე მაშინ ამბობდნენ, რომ მას რომანი 43 წლის რეჟისორ ბოგომოლოვთან აქვს. ოფიციალური კომენტარები არცერთი მხრისგან არ გაკეთებულა. ერთადერთი რაც ქსენიამ გააკეთა, თქვა, რომ „ეს არავის საქმე არ არის“ და ცნობისმოყვარე საზოგადოებას სთხოვა, რომ არ ჩაყონ ცხვირი იქ, სადაც არ ესაქმებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები