ჩვენ პლანეტაზე მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მათი მხოლოდ ნაწილია ნამდვილად ბედნიერი. არიან ისეთები, რომლებიც ყოველდღიურად „ბედნიერი-უბედურის“ ზღვარზე მერყეობენ. ხოლო უბედური ადამიანები? არსებობენ კი ისინი?
როგორც ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, ისინი ნამდვილად არსებობენ. მათ – უბედურ ადამიანებს, ისეთი თვისებები და ჩვევები ახასიათებთ, რომ მათ „ღვთაებრივ“ დონეზე ფლობენ.
1. ისინი თვლიან, რომ ცხოვრება რთული რამეა
უბედური ადამიანები საკუთარ თავს ცხოვრების მსხვერპლად მიიჩნევენ. მათი დამოკიდებულება „ნახე, ეს რა მიყვეს“ მათ ცხოვრებაში ყველაფერს მოიცავს. ბედნიერ ადამიანებს ცხოვრებისადმი სულ სხვა მიდგომა აქვთ: ისინი ხვდებიან, რომ ცხოვრება შესაძლოა რთულიც იყოს, მაგრამ ეს მარადიულად არ გრძელდება. ისინი ცხოვრებას ცნობისმოყვარეობით ეკიდებიან და არა მუდმივი წუხილით, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც უნდა იყოს. ისინი არ გაურბიან პასუხისმგებლობას, როდესაც რაიმე საქმეებს ჩაიდენენ, არამედ უბრალოდ კონცენტრირებას ახდენენ, რომ ყველაფერი გამოასწორონ.
2. ისინი თვლიან, რომ ადამიანების უმრავლესობის ნდობა არ შეიძლება
უბედური ადამიანი – უნდობლობით სავსეა. ეს მას ხელს უშლის გაიცნოს ახალი ადამიანები, რომლებიც სამომავლოდ შესაძლებელია მისი მეგობრები გამხდარიყვნენ. ბედნიერი ადამიანი კი ადამიანებს ენდობა. უფრო მეტიც მას სიკეთის სჯერა, რომელიც ყოველ ადამიანშია. გახსნილი და მეგობრული, ის ყოველთვის მოხარულია ახალ ადამიანებთან შეხვედრის, ამასთან მისი ჩანაფიქრები ყოველთვის სუფთაა.
3. ისინი ყუადღებას მხოლოდ ცუდს აქცევენ, ხოლო კარგს უბრალოდ ვერ ამჩნევენ
ჩვენ სამყაროში ნეგატივი საკმარისადაა და ეს ადამიანები თავის ყურადღებას მხოლოდ იმას აქცევენ, რაც რაღაც ისე არ დევს, რაღაც ისე ხდება და საერთოდ მათი აზრით არ უნდა არსებობდეს. მათ შორიდან ამჩნევენ. წუხილი და მოთქმა – ეს მათი გატაცებაა.
ამავე დროს ბედნიერი ადამიანები ცუდის და კარგის დანახვასაც ახერხებენ. პოზიტივი – ეს მათი ცხოვრებისეული ორიენტირია.
4. საკუთარი თავის სხვებთან შედარებისას, ისინი უზომო შურს განიცდიან
მუდმივად მწუხარე ადამიანები სხვების წარმატებისას შურით ივსებიან. მთელი გულით სჯერათ, რომ წარმატება არასდროს ეყოფა ყველას, ამიტომაც თუკი ვინმეს გაუმართლებს ეს ნიშნავს, რომ სხვებმა მათი წარმატების და იღბალის შანსი მოიპარეს. განა ეს უაზრობა არაა ?
ადამიანებს, რომლებიც ყველაფერში პოზიტივს ხედავენ, სწამთ, რომ თუკი დააკაკუნებენ მათ წინაშე ყველა კარი გაიღება.მათ ნათელ გონებაში იმის ეჭვი არც კი წარმოიქმნება, რომ ახალი შესაძლებლობები არ იქნება. მათ მყარად იციან, რომ რამდენიმე „არა“-ს შემდეგ ერთი დიდი „დიახ“ იქნება.
5. ისინი თავიანთი ცხოვრების გაკონტროლებისკენ მიიღწვიან
ცხოვრების კონტროლს და საკუთარი მიზნების მიღწევისკენ სწრაფვაში დიდი განსხვავებაა.
ნამდვილად უბედურები არიან ისინი, ვინც თავიანთ ცხოვრებაში ყველა ნაბიჯს აკონტროლებენ, ამ ცხოვრების ნაბიჯების წარუმატებლობას და დამარცხებას კი ტრაგედიად თვლიან. ბედნიერები კი თავიანთი მიზნებისკენ სწრაფვაში იქნებიან, ან უბრალოდ დინებას მიჰყვებიან, სანამ ახალი შესაძლებლობა არ გამოჩნდება. ისინი ცხვირს დაბლა არასდროს დაუშვებენ !
6. მომავალს ისინი შიშით და სიფრთხილით უყურებენ
ყველა ჩვენთაგანის თავში ყველაფრისთვის არის საკმარისი ადგილი და ნეგატივისტები მას მხოლოდ არასასურველი აზრებით ავსებენ. რა შეიძლება მოხდეს ცუდად – ესაა ყველაფერი რის შესახებაც ფიქრობენ ისინი, ამიტომაც მათი აზრები შიშით და საფრთხეებით არის გაჯერებული. რა დასანანია!
ბედნიერებმა კი ზუსტად იციან, რომ ხანდახან სასიამოვნო რამეებზე ოცნება – ეს ყველა უბედურების სამკურნალო ნამდვილი პანაცეა გახლავთ. როდესაც მათ მაინც ეშინიათ, ეს ადამიანები შიშის გრძნობას და მათი ცხოვრების აზრს შორის სხვაობას მაინც გრძნობენ. როდესაც მათი სულიერი სიმშვიდე დარღვეულია, ისინი მისგან დაღწევის საშუალებებს ეძებენ ან კიდევ ამ მოვლენას როგორც უცხოს, დროებითს ისე იღებენ. მაგრამ შიში მათ და მათ ცხოვრებას არასდროს მართავს.
7. მათი საუბარი – უსიამოვნო მოგონებებითაა სავსე
ამ მწუხარე ელემენტებს წარსულით ცხოვრება უყვართ. ისინი მუდმივად მათი ცხოვრების პრობლემებსა და მომხდარ უსიამოვნებებზე ლაყბობას არჩევენ.
ბედნიერი ადამიანები კი აწმყოთ და მომავლით ცხოვრობენ. ისინი სასიხარულო აღფრთოვანებით მუშაობენ მისთვის რაც უყვართ. ისინი მადლიერნი არიან იმის რაც აქვთ. ისინი ოცნებობენ მომავალ შესაძლებლობებზე, რომელიც მათ ცხოვრებამ შესაძლოა უბოძოს.
გასაგებია, რომ ჩვენ ყველანი იდეალურები არ ვართ. ყველანი ჩვენ ადრე თუ გვიან ცუდ აზრებში ვიფლობით, მაგრამ ჩვენგან თითოეული როგორ სწრაფად მოახერხებს თავის დაღწევას – სწორედ ამაშია მთელი ჩვენი როლი. საბოლოოდ პოზიტიურად აზროვნება მსგავს სიტუაციებში და არა ყველაფრის იდეალურად კეთებისკენ სწრაფვა – აი რას აქვს ნამდვილად აზრი. ეს ის თვისებაა, რაც უბედური ადამიანისთვის უცხოა.