ქოქოსის ფოთლები პლასტმასის ჩხირების ნაცვლად – რა მოიფიქრა კაფეს მეპატრონემ

ფილიპინებში, ერთ-ერთ კაფეში კოქტეილის ჩხირად პლასტმასის ნაცვლად ქოქოსის ფოთლებს იყენებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Healthyfoodhouse-ი ავრცელებს.
ქოქოსის ფოთლების გამოყენების იდეა კაფეს მეპატრონემ წამოაყენა. “მიყვარს ბუნება, მინდა, დავიცვა და გავალამაზო ის.
რაც დრო გადის, ბუნებას პლასტმასის ნარჩენები აზიანებს, რომელიც წლების განმავლობაში რჩება გარემოში, ამიტომ პლასტმასის ჩხირები ქოქოსის ფოთლებით ჩავანაცვლე.
რითაც მომხმარებლებიც კმაყოფილები არიან”, – თქვა სარა ტიუმ.

კომენტარები

სხვა სიახლეები