ქორწინების წახალისების მიზნით, ჭიათურის რიტუალების სახლს 70 საქორწილო კაბა გადასცეს

ჭიათურაში, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ღონისძიება “მთა და ქორწინება” გაიმართა.
სააგენტოების მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწილო კაბებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ღია პოდიუმი გამართეს, რომელიც ჭიათურის უძველეს თეატრში დიდი ღონისძიებით დასრულდა.
ქართული ბრენდის “მარიგოლდის” ხელმძღვანელმა თამარ ნადირაძემ და ჭიათურელმა ბიზნესმენმა ნანა ნოზაძემ ქველმოქმედების მიზნით, ჭიათურის რიტუალების სახლს 70 საქორწილო კაბა საჩუქრად გადასცეს. მათი გადაწყვეტილებით, იმ ოჯახების გოგონებს, ვინც მაისამდე დაქორწინებას გადაწყვეტს, კაბები საჩუქრად გადაეცემათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები