„ქმარმა ჩასჩურჩულა ბავშვებზე არ იდარდოო, ჩაეხუტა და გარდაიცვალა“ – ემოციური ფაქტი მედდაზე, რომელმაც კორონავირუსი ვერ დაამარცხა

წინა ხაზზე მებრძოლი 36 წლის მედდა, არეემა ნასრიინი კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ ცოლისთვის გარდაცვალებამდე რამდენიმე წამით ადრე მოასწრო შემდეგი სიტყვების ყურში ჩაჩურჩულება – „ბავშვებზე არ იდარდო“.

არეემა დასავლეთ მიდლენდის ჰოსპიტალში მუშაობდა. მას სამი შვილი ჰყავდა. 8, 10 და 17 წლის ბავშვების დედა, ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა სამედიცინო პირია, რომელიც კორონავირუსის გამო გარდაიცვალა.

მედდამ ვირუსზე ეჭვი მას შემდეგ მიიტანა, რაც სხეულის ტემპერატურის მატება იგრძნო და ტესტი გაიკეთა, ის დადებითი აღმოჩნდა. დაავადება მოგვიანებით დამძიმდა, მას რაიმე პათოლოგია არ ჰქონია, ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ, ფილტვების ვენტილაცია დასჭირდა, რამდენიმედღიანი ბრძოლის მიუხედავად, დღეს დილით გარდაიცვალა.

გარდაცვლილის და The Sun–თან საუბრისას აცხადებს:

 „ჩვენ სასოწარკვეთილნი ვართ და სიტყვები არ გვაქვს. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე, ქმარმა ყურში ჩასჩურჩულა – ბავშვებზე არ იდარდოო. მან ტირილი დაიწყო. ექიმებმა ქმარს სთხოვეს არ ჩახუტებოდა დაინფიცირების საშიშროების გამო, მაგრამ ის მაინც მოიქცა ასე, ამის შემდეგ გარდაიცვალა. ჩვენ ყველანი მომხდარის გამო განადგურებულნი ვართ“, – აცხადებს გარდაცვლილის და.

კომენტარები

სხვა სიახლეები