ქმარმა ორსულ ცოლს სცემა და ხელი მოტეხა – ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისში, 30 წლამდე მამაკაცმა საკუთარ ცოლს სცემა და ხელი მოტეხა.

 

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ფიზიკური ძალადობის დროს ქალი 3 თვის ორსული გახლდათ. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

კაცი დაკავებულია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

სხვა სიახლეები