“ქმარი ემუქრებოდა, თუ ასე გააკეთებ, შენც მოგკლავ, შენ ძმასაც და დედაშენსაცო” – რატომ მოკლა 24 წლის თომამ სიძე

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში 24 წლის ცოლისძმამ – თომა ბაბისაშვილმა 38 წლის სიძე – დის მეუღლე, ზურაბ ბენაშვილი სანადირო თოფით მოკლა. ამ უკანასკნელს ცოლისძმის ნასროლი ტყვია ყელის არეში მოხვდა და რამდენიმე წუთში დაიღუპა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების 7-დან 15 წლამდე  აღკვეთას  ითვალისწინებს. ამასთან, სოფლის მცხოვრებთა თქმით, ოჯახში, სადაც ტრაგედია მოხდა, ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

ჯული ბარიხაშვილი, სოფელ ფშაველის მკვიდრი: – იქნებ, იმხელა ტრაგედიის შემდეგ, რაც ბაბისაშვილების ოჯახში დატრიალდა, გაჩუმება სჯობს, მაგრამ მთელი სოფელი ძალიან განვიცდით ამ ამბავს, ამიტომაც, ჩემი და მთელი სოფლის პოზიცია მინდა, გამოვხატო. სიტუაცია ისეა, რომ მკვლელი, ამავე დროს, მსხვერპლიც არის. საქმე ის არის, რომ თომას მშობლები დიდი ხნის გაცილებულები არიან. თომას დედა სამი შვილით სოფელში დაბრუნდა, იმ პერიოდიდან კი ოჯახის გაძღოლა მართლაც მშრომელმა და პატიოსანმა თომამ იკისრა. დაახლოებით, 10 წლის წინ თომას ერთადერთი და გათხოვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს  ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა. სულ მალე გაირკვა, რომ გოგონა ბედნიერების ნაცვლად ძალადობაში ცხოვრობდა, მეუღლე განუწყვეტლივ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.


– და ამის შემდეგ მაინც მეუღლესთან აგრძელებდა თანაცხოვრებას?

– ამას ცხოვრებას ნამდვილად ვერ დავარქმევ. ბევრჯერ ყოფილა, რომ თომას და ბავშვებით სოფელში დაბრუნებულა, მაგრამ ქმარი უკან მოჰყოლია და მუქარითა და ძალადობით წაუყვანია. ცხადია, თომას სიძე არ უყვარდა და არც დის ოჯახში დადიოდა, რუსთავში. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ თომას დედა წავიდა შვილისა და შვილიშვილების სანახავად და სიძემ ისიც ნაცემი გამოუშვა, რამაც ეს ბიჭი კიდევ უფრო გაანერვიულა.
სრულად იხილეთ: www.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები