“ქმარი დაკარგა იუსტიციის სახლში და ტიროდა” – მოხუცი ცოლ-ქმრის გულისამაჩუყებელი ისტორია

ფეისბუქის მომხმარებელი  ია გოშაძე სოციალურ ქსელში მოხუცი ცოლ-ქმრის ფოტოს და გულისამაჩუყებელ ამბავს აქვეყნებს.
“ქმარი დაკარგა იუსტიციის სახლში და ტიროდა… ვერ წყნარდებოდა, სოფლიდან ვართ, გზა არ იცისო… ვერც ურეკავდა, რა ეცვა, იმასაც ვერ იხსენებდა… დაახლოებით, ნახევარი საათის მერე იპოვეს ერთმანეთი და მივარდა ტირილით, რას მანერვიულეო. ბაბუა იცინოდა: რა იყო, ქალო, 6 წელი კი მადევნინე თავი უკრაინაში და ახლა შენ მეძებეო…მერე მომიტრიალდა და მითხრა: იცოდე, პატარას და მოხუცს ჩვილის გული აქვთო.

დაგვლოცეს და წავიდნენ”.

12399419_442630742598983_1708065035_n 12399282_442630745932316_1106332678_n

კომენტარები

სხვა სიახლეები