სოციალურ ქსელში ახალი გვერდი სახელწოდებით “ქმარი გღალატობს” შეიქმნა. როგორც გვერდის შემქმნელი წერს, აღნიშნული გვერდი შექმნილია ყველა მოღალატე ქმრის დასადგენად . “ეს გვერდი შექმნილია ყველა მოღალატე ქმრის დასადგენად და ქმრების საყვარლების თავის წასაცლელად! გოგოებო, გავერთიანდეთ ამ საზოგადოების წინააღმდეგ. მე ვარ 27 წლის გოგო და გათხოვებიდან 3 წლის შემდეგ (1 კვირის წინ! ) შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი ქმრის ღალატის ფაქტი. ეს იყო შოკი, ვინაიდან მისნაირი მოსიყვარულე და ლოიალური მეუღლე არავის ენახა! თურმე, სამსახურში გვიან ბევრი საქმის გამო არ რჩებოდა ხოლმე!! ყველა ქმარი მოღალატეა, გამოააშკარავეთ ნაძირლები!!! “, – წერს გვერდის შემქმნელი.
როგორც გვერდიდან ირკვევა, ქალბატონებმა, მოღალატე ქმრების გამოსააშკარავებლად, საიდუმლო “ფეისბუქ” ჯგუფიც შექმნეს.
სხვა სიახლეები