ჩინელი ქირურგი ლუო შანპენგი შეუჩერებლივ 20 საათს მუშაობდა და ურთულესი 6 ოპერაცია ჩაატარა, რის შემდეგაც პირდაპირ სამუშაო ადგილზე ჩაეძინა. ერთ-ერთმა მედდამ მძინარე ექიმს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ლუო შანპენგმა, გუიჩჟოუს პროვინციიდან, ხუთი ოპერაცია ჩაატარა და დასვენებას აპირებდა, როდესაც კლინიკაში მამაკაცი მიიყვანეს, რომლის ხელიც ხორცის საკეპმა მანქანამ საშინლად დააზიანა. ქირურგს ესმოდა, რომ ოპერაციის გადადება არ შეიძლებოდა და პაციენტის დახმარება, უძლიერესი დაღლილობის მიუხედავად, ითავა. ოპერაციის დასრულების შემდეგ კი ექიმი იმდენად გამოფიტული აღმოჩნდა, რომ პირდაპირ საოპერაციო მაგიდასთან ჩაეძინა.
„მინდოდა უბრალოდ თვალები დამეხუჭა და დამესვენა. არ ველოდი, რომ დამეძინებოდა“, – ამბობს ქირურგი.
გამოქვეყნების შემდეგ ფოტო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ყველაზე მეტად მომხმარებლებს ის აღაფრთოვანებდა, რომ მძინარე ლუო შანპენგი მიკერებული ხელის სწორ პოზიციაში დაჭერას აგრძელებდა. ირკვევა, რომ ქირურგის მიერ გადარჩენილი პაციენტი გამოჯანმრთელების გზაზეა.
Next Post
სხვა სიახლეები