ქვეყნის პირველი ქალბატონები, რომლებმაც მეუღლეები დაჩრდილეს

პირველი ლედი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ის კარგად უნდა გამოიყურებოდეს, მოდურად ეცვას, იყოს სამაგალითო თითქმის ყველაფერში, დაწყებული საზოგადო საქმიანობით და დასრულებული ოჯახით.
ზოგიერთს ეს უკეთ გამოსდის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შარმით, გონიერებით, გამორჩეული სტილითა და ხასიათის სიმტკიცით ერთდროულად გამოირჩევა. მსგავსი უნარებით დაჯილდოებული ქალები ხშირად პრეზიდენტის ცოლების სტატუსით არ კმაყოფილდებიან და მილიონობით ადამიანის სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვებას ცდილობენ.

​ჟაკლინ კენედი, აშშ:

“ჩემი მიზანია მსოფლიოს ვუჩვენო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უგემოვნო ქვეყანა არაა”. სწორედ გამორჩეული სტილითა და გემოვნებით გამოირჩეოდა ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მეუღლე. ჟაკლინ კენედიმ თავის მიზანს მიაღწია. ის დღემდე ხდება დიზაინერების მთავარი წყარო და ფილმების მთავარი გმირი. გარდა გამორჩეული სტილისა, მან თანამედროვეების გულები იუმორის გრძნობით, მახვილი გონებითა და ქმრისადმი ერთგულებით დაიპყრო.

​მიშელ ობამა, აშშ

ცოცხალი და ბუნებრივი, მიშელ ობამა საზოგადოებაში არა მხოლოდ სიმპათიას, არამედ პატივისცემასაც იმსახურებს. როდესაც მისი ქმარი თეთრი სახლის ლიდერი გახდა, მიშელი იმ საკითხებით დაკავდა, რომელიც მას აწუხებდა. ჭარბწონიანობით შეწუხებულმა, ადამიანების დასახმარებლად, წამოიწყო პროგრამა “მოდი ვიმოძრაოთ”, სწორედ ამის გამო იყო, რომ პირველი ლედის ცეკვასა და სპორტულ აქტივობას ასე ხშირად ვადევნებდით თვალს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ის აქტიურად მუშაობდა, მსოფლიოში გოგონების განათლება იყო, აღნიშნული საკითხის პროპაგანდისთვის ის სიტყვით ხშირად გამოდიოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორატორული ნიჭით, მან საკუთარი მეუღლე დაჩრდილა.

​გრეის კელი, მონაკო

პირველმა ლამაზმანმა და ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა მსახიობმა კარიერაზე უარი თქვა და პრინცესა გახდა. ის მონაკოს პრინცს, რენე III-ს გაჰყვა ცოლად. მონაკოს მოსახლეობამ პრინცესა სწრაფად შეიყვარა. მას ხომ კეთილგანწყობის მოპოვების ცალსახა ნიჭი ჰქონდა, განსაკუთრებულ სიამოვნებას კი წვეულებების გამართვა ანიჭებდა. სამწუხაროდ, მისი ქმარი ამ მხრივ, მოსაწყენი ადამიანი აღმოჩნდა და გრეისის პოპულარობის გამო, ხშირად ეჭვიანობდა.

კარლა ბრუნი

საფრანგეთი წარმატებული მოდელი, პოეტი და მომღერალი – მსოფლიომ ის იმაზე ადრე გაიცნო ვიდრე, მისი ქმრის, ნიკოლა სარკოზის პოლიტიკის შესახებ გაიგებდა. მისმა სილამაზემ და გონიერებამ ერთ დროს მიკ ჯაგერი, ერიკ კლეპტონი და კევინ კოსტნერიც დაატყვევა. საკმაოდ სკანდალური წარსულის მიუხედავად, კარლა ფრანგი ქალების მისაბაძი მაგალითი სწრაფადვე გახდა.

​მელანია ტრამპი,აშშ

მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთაში ბინა ახლახან დაიდო, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის დღეს მისმა ჩაცმულობამ ბევრს ჟაკლინ კენედის სტილი გაახსენა და მელანია აშშ-ის ყველაზე მოდურ პირველ ლედის შეადარა. მსოფლიო მედიაში განხილვის კიდევ ერთი თემა მისი და დონალდ ტრამპის დამოკიდებულება გახდა. აღნიშნულ კონტექსტში ტრამპებმა უარყოფითი შეფასება დაიმსახურეს.

​შანტალ ბიია აი, კემრუნი

 კემრუნის პირველი ლედის შეუმჩნევლად დარჩენა ნამდვილად არ ემუქრება. ერთი შეხედვით, მის გარეგნობაში რაღაცები გადაჭარბებულად მოგეჩვენებათ – ვარცხნილობა, ფერები, აქსესუარები. თუმცა, ის ცნობილი მხოლოდ საკუთარი ექსცენტრული ხასიათის გამო არ გამხდარა. ის აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით, მუშაობს, აივ ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ. სიკეთისა და შარმის გამო, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში მას მეუღლეზე მეტად იცნობენ და აფასებენ.

მოზა, ბინტ ნასერ ალ- მისნედი, ყატარი

 ყატარის ყოფილი ემირის ცოლი აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ქალბატონად ითვლება. რეგიონის ტრადიციების მიუხედავად, მოზა საზოგადოებაში დაფარული სახით არ გამოდის, მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აქვს და იუნესკოს საგანგებო წარმომადგენელია. იგი ყატარის რუხ კარდინალად მიიჩნევა. მის გავლენას უკავშირებენ ქვეყნის მოდერნიზაციას და დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

დედოფალი ლეტისია, ესპანეთი

 ფილიპ VI-ის მომხიბვლელმა მეუღლემ ესპანეთის მოსახლეობის სიყვარული ადვილად დაიმსახურა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის ერთადერთ ღირსებას სილამაზე ნამდვილად არ წარმოადგენს. ლეტისიას ჟურნალისტის წარმატებული კარიერა ჰქონდა, დედოფლის გვირგვინის მორგების შემდეგ კი მრავალი ჯილდო მიიღო ბავშვების დაცვისთვის, ასევე, განათლების და კულტურის პოპულარიზაციისთვის.

დედოფალი რანია, იორდანია

 რანიას ისტორია კონკიას ამბავს ჰგავს. ჩვეულებრივი გოგო, რომელიც “სი თი ბანკის” ერთ-ერთ განყოფილებაში მუშაობდა, მეფეს, თავის სამუშაო ადგილას შეხვდა. რანიას თქმით, ის დროის უმეტეს ნაწილს მეუღლესა და ოთხ შვილზე ზრუნვას უთმობს. თუმცა, ამავდროულად, იმ ფონდის დამაარსებელია, რომელიც ქალების უფლებების დაცვისთვის იბრძვის, ვაქცინაციისა და დონაციის პოპულარიზაციას ეწევა. იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პოლიტიკაში და პალესტინელებს იცავს.

პენ ლიუანი, ჩინეთი

ჩინეთის პირველი პირის მეუღლე, სი ძინპინი პოპულარული მომღერალია, რომლის გარეშეც არც ერთი საახალწლო გალა კონცერტი არ ტარდება. როდესაც 1986 წელს, პენ ლიანიმ თავისი მომავალი მეუღლე გაიცნო, სი ძინპინის შესახებ არავინ იცოდა. ჩინეთის პირველი ლედი ქვეყნის პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენით გამოირჩევა და გენერალ-მაიორიცაა.

წყარო:http://www.allnews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები