„ქვეყანაში ათასობით ბავშვია, ვისაც საახალწლო საჩუქარი კი არა საჭმელიც არ აქვს სახლში“ – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ასევე ქველმოქმედებითაა დაკავებული საზოგადოებას მიმართავს:

“წაიკითხეთ ყურადღებით. ახალი წელი დგება სულ მალე და ქვეყანაში ათასობით სოციალურად დაუცველი ბავშვია, ვისაც საახალწლო საჩუქარი კი არა საჭმელიც არ აქვს სახლში. მარტო ჩვენ ექვსასზე მეტი ბავშვი გვყავს, რომლებიც ვერ ხვდებიან რა მძიმედ არის საქმე და მთელი ბავშვური გულწრფელობით ელოდებიან სანტასგან საახალწლო საჩუქარს.

ჩვენ, როგორც წინა წლებში, აუცილებლად გავაკეთებთ ისე, რომ ამ ბავშვებს მოვუგროვოთ საჩუქრები და ახალი წლის დღეებში, ისევ ნამდვილი სანტები ვიყოთ, გავაბედნიეროთ და რაც შეიძლება ბევრმა მიიღოს თავისი საჩუქარი. შაბათს და კვირას, 21 და 22 დეკემბერს, დილის 12:00 საათიდან, საღამოს 21:00 საათამდე, ნახალოვკაში “ქარვასლა”-ს წინ, ავტოსადგომზე, იდგება დიდი მანქანა და ვინც რას შეძლებთ, იქნებ მოუტანოთ ბავშვებს. საჩუქრებს ნუ მოუტანთ ნახმარს, წელიწადში ერთხელ მაინც ჰქონდეთ ახალი სათამაშო. თუ შეძლებთ იქნებ შეფუთოთ, დააწეროთ რამდენი წლის და რა სქესის ბავშვისთვისაა. პატარა წერილსაც თუ დაუწერთ და საჩუქარში ჩაუდებთ, ბავშვებს ძალიან უხარიათ ხოლმე.

თუ ვერ შეძლებთ, მე დავუწერ არაუშავს. მოგროვილი ფულით საჩუქრებსაც ვიყიდით და სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, საჭმელს და წამლებსაც მივიტანთ დარიგებაში მანქანით თუ ვინმე მოგეხმარებით, საწვავსაც ჩაგისხამთ. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე – ანგარიშის ნომერი:

საქართველოს ბანკიGE35BG0000000144817300აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკიGE90TB7603845061100016აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით“, – წერს იგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები