რეჟისორი ზაზა ურუშაძე გუშინ, 12 დეკემბერს დაკრძალეს.
მსახიობი მიშა მესხი მის მეგობარს შემდეგი სიტყვებით იხსენებს:
“ქვეყანამ დიდი ბავშვი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ 53 წლის იყო, სიალალე და ადამიანების სიყვარული ჰქონდა. “მანდარინების” პრემიერას ბევრგან დავესწარი და მნიშვნელობა არ ჰქონდა, ენა ესმოდათ თუ არა, ფილმის კადრებიდან წამოსულ სითბოსა და ადამიანობას ყველა გრძნობდა”, – აღნიშნავს მიშა მესხი.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის არა ერთი ფილმისა თუ სერიალის რეჟისორი გახლდათ. საერთაშორისო აღიარება მისმა ნამუშევარმა – „მანდარინებმა“ მოიპოვა, რომელიც „ოსკარის“ დაჯილდოვებაზე იყო ნომინირებული.