ქვემოთ მოყვანილი ფოტოები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეცვალონ ადამიანები დროსთან ერთად.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1975 წელს მასაჩუსეტსის ხელოვნების კოლეჯის პროფესორმა, ფოტოგრაფმა ნიკ ნიქსონმა თავის ცოლს ბიბისა და მის სამ ცოლისდას, ლაურას, ჰეზერსა და მიმის ფოტო გადაუღო. ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ ოჯახური ფოტოს ყოველწლიურად გადაღება ტრადიციად ექციათ. დებმა პირობა დადეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში აღმოჩნდებოდნენ, ყოველწლიური ფოტოს გადასაღებად მაინც შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
ნიკ ნიქსონმა ფოტოები მხოლოდ 2011 წელს გაასაჯაროვა. 1975 წელს გადაღებულ ერთობლივ ფოტოში დები 15, 21, 23 და 25 წლისანი არიან:
1975 წწ – 2014