43 წლის იტალიელი კრისტიანა ოცნებობდა იმაზე რომ თვითმფრინავის პილოტი გამხდარიყო. ოცნების ახდენაში მას შეყვარებული უშლიდა ხელს, რომელსაც მისი შესაძლებლობის არ სჯეროდა. სექსუალური ქერათმიანი კრისტიანა 43 წლისაა. მისი უკვე ყოფილი ბოიფრენდი ყოველთვის დასცინოდა იდეას პილოტირების შესახებ. როგორც კრისტიანა იხსენებს, ის მუდამ ამბობდა-„ამის გაკეთებას ვერასდროს შეძლებ!“. ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, კრისტიანამ თვითმფრინავის მართვის სწავლა დაიწყო, წარმატებით დაასრულა კურსები და ორძრავიანი მსუბუქი თვითმფრინავის მართვის უფლება მოიპოვა. ამის შემდეგ კი ის ბოიფრენდსაც დაშორდა. ახლა ის ორძრავიან Citation Mustang -ს მართავს და ამას სიამოვნებით აკეთებს. კრისტიანამ უკვე 13 ქვეყანა მოინახულა. ამერიკაში კი რამდენიმე შტატსაც ესტუმრა.
„თვითმფრინავი თავისუფლებას გაძლევს. შეგიძლია გაემგზავრო სადაც და როდესაც გინდა. ეს ყველაფერი რიგების და ბილეთების გარეშე. თუ კი ციდან დედამიწას უყურებ, ყველაზე უსახური ადგილების კი ლამაზად გეჩვენება.“-ამბობს ქალი, რომელმაც საკუთარ თავსაც და სხვებსაც დაუმტკიცა, რომ ბევრი რამე შეუძლია.
კრისტიანა პროფესიით ადვოკატია. მართალია თვითმფრინავის მართვა დიდ სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ თავისი ძირითადი საქმიანობისთვის თავის დანებებას არ გეგმავს.
სხვა სიახლეები