ქეით მიდლტონმა პროტოკოლი უხეშად დაარღვია – როგორ გამოიყურება პრინცესა შარვალში (ფოტო)

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი ხალხში მისთვის უჩვეულოდ შემოსილი გამოჩნდა. მართალია მას თხელი ჯინსის შარვლები არაერთხელ სცმია, თუმცა საზოგადოების წინაშე ასეთი სტილის ნაჭრის შარვლით ჯერ არასოდეს გამოჩენილა.
მეუღლესთან ერთად კვიპროსში ჩასვლისას, მიდლტონი გრძელი, განიერი ფორმის მუქი შარვლით გამოჩნდა, რაც, რა თქმა უნდა, განსჯის საგანი გახდა. როგორც ირკვევა, სამი შვილის დედამ 576 ფუნტად ღირებული, კანადური ბრენდის მიერ შეკერილი შარვალი მოირგო.
როგორც ჩანს, ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი გარდერობი ერთ ადგილას „გაყინული“ არ არის და ის სულ უფრო და უფრო თანამედროვე ხდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები