კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი მუცლის მწვავე ტკივილებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 7 თვის ორსულ ჰერცოგინიას, ტკივილებთან ერთად, გულისრევის ძლიერი შეგრძნება აქვს. ექიმები თავიდან ეჭვობდნენ, რომ ჰერცოგინიას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, თუმცა მოგვიანებით ეს არ დადასტურდა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყოფს გახშირებული გულისცემა აქვს. ამან ექიმებიც და დედაც შეაშფოთა, თუმცა ბავშვს საფრთხე არ ემუქრება.