ქეით მიდლტონის და დრიუ ბერიმორის ერთნაირი კაბები (ფოტო)

ელიტარულ ღონისძიებაზე ერთნაირ სამოსში ყოფნა – ცნობილი ადამიანების საშინელი სიზმარია. ბევრ ვარსკვლავს მოსვლია ეს კაზუსი სინამდვილეშიც. მაგალითად, გუშინ ერთნაირი გემოვნება ქეით მიდლტონმა და დრიუ ბ ერიმორმა დაგვიმტკიცეს. ქალბატონებს Tory Burch-ის ერთი და იგივე კაბა ეცვათ, თუმცა, საბედნიეროდ, მიდლტონი და ბერიმორი ორ სხვადასხვა ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, ქეით მიდლტონი პრინც უილიამთან ერთად ბჰუტანში იმყოფება. მანამდე კი წყვილი ინდოეთს ეწვია. ქეითის სამოსი ამ დღეებში უფრო აქტიურად განიხილება, ვიდრე ის, რასაც აკეთებს წყვილი აზიაში.
ჰერცოგინიას ტანსაცმელი აღმოსავლური ქვეყნების სტილს ასახავს. გუშინდელი Tory Burch-ის კაბაც, რომელიც 1500 დოლარი ღირს, კარგად ჯდება მოგზაურობის განწყობაში. რაც შეეხება მსახიობ დრიუ ბერიმორს, ამავე კაბაში ის ნიუ-იორკში ASPCA Bergh Ball-ის საქველმოქმედო ცერემონიას დაესწრო. მსახიობი მეუღლესთან დაშორების შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა და ცერემონიაზე ASPCA Compassion Award-ის ჯილდოც დაიმსახურა აშშ-ს ცხოველების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის გამო.

drew15042016-3 drew15042016-1

drew15042016-2 (1) drew15042016-4 (1)

კომენტარები

სხვა სიახლეები