ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ და გორის ქალთა გუნდმა ბერლინის ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვეს. ერთობლივმა ნამუშევარმა ,,Perfect World” („სრულყოფილი მსოფლიო“) პირველი ადგილი დაიკავა. ამის შესახებ გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა სოციალურ ქსელში წერს.
„დილიდან კარგი ამბავი! ჩვენმა (ქეთი მელუა და გორის ქალთა გუნდი) ანიმაციამ ,,Perfect World” ბ ე რლ ი ნ ი ს ფესტივალზე პ ი რ ვ ე ლ ი ადგილი აიღო” – წერს თეონა ცირამუა.