ქეთი დოლიძე მორიგ სტატუსს აქვეყნებს – გია როინიშვილი სად იყო მაშინ?



თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე მსახიობ გია როინიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.
“ყოვლად ფლიდები, მატყუარები, ხალხის დამზაფრავი, ჭკუის ამრევი, პროვინციალური და უნიჭო იუმორის დამამკვიდრებლები ხართ, უნამუსობაში და ტყუილში გაწვრთნილი და დაოსტატებული!
13 იანვარს თეატრის მოღვაწეთა კავშირი ქართული თეატრის დღეს აღნიშნავდა… მხოლოდ ამიტომ იყო იქ შეკრებილი ხალხი! თქვენმა არხმა გადაიღო ეს თავყრილობა და ისე გააკეთა სიუჟეტი, თითქოს ეს ხალხი გია როინიშვილის გამო შეიყარა იქ…

უნამუსოების და დამნაშავეების აღზევებას გადაყოლილი, გაყიდული არხი ხართ… არც თქვენი შოუ მინდა და არც იქ დაღვრილი ცრემლები! დღესაც მტარვალ მიშას ემსახურებით და მისი კარნახით მოქმედებთ! იმ თქვენ საყვარელ გია ბარამიძეს, თქვენს საოცნებო რესპონდენტს კი მოახსენეთ, როცა ჩემზე ილაპარაკებს, თავისი გაფუჭებული ტვინის გადმოსახედიდან ნუ საუბრობს…

თუ ვინმე მოხსნეს პოლიტიკური მოტივით, ეს მე ვიყავი, ფესტივალიც ამ მოტივით დამიხურეს, ეს არაადამიანებო! თქვენ ვისზე ბედავთ ლაპარაკს? გია როინიშვილი სად იყო მაშინ? რატომ არ გააპროტესტა ეს? ჩვენს თეატრში აკრძალულია პოლიტიკაზე საუბარი… უამრავი განსხვავებული აზრი არსებობს, მაგრამ არასდროს ამის გამო ჩვენთან არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა! შეირგეთ, ბ-ნო გია ჩვენი სულგრძელობა და ჯობდა ჩუმად ყოფილიყავით! სერიალებშიც ხართ, ფილმებშიც გიღებენ, ილიაუნის თეტრშიც თამაშობთ და ნუ თამაშობთ განაწყენებულს და დაჩაგრულს! თქვენი სათაყვანებელი რეჟიმის დროს ხდებოდა ეს? არავინ გიშლით თუმანიშვილის თეატრში თამაშს, თუ ამის სურვილი ექნებათ თქვენს საყვარელ რეჟისორებსა თუ კოლეგებს… ოღონდ იმათ დაელაპარაკეთ! სირცხილია! ბატონებო! სირცხვილი! კანონის ყველა მუხლის დაცვით, მე აღარ გაგიგრძელეთ ხელშეკრულება!
P.S. ზოგიერთ თქვენს ჯგუფელს კი გადაეცით, რომ თუმანიშვილის სახელს არასდროს ამოვფარებივარ… არც მათზე ნაკლები სპექტაკლები და ფილმები დამიდგამს და ჩემი პედაგოგი არ შემირცხვენია… პატივი კი მივაგე, როგორიც შემეძლო! სწორედ მათ გასაგონად ვამბობ! თუმანიშვილი თეატრისა და სპექტაკლის ღალატს არავის აპატიებდა!
მშვიდობით ბრძანდებოდეთ! Et toi aussi Gia Roinishvili?????????- (თარგმანი ფრანგულიდან) შენც გია როინიშვილი ხარ????????
მუდამ თქვენი ქეთი დოლიძე”,- აცხადებს დოლიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები