ქეთი დოლიძე: მეზიზღება ეს ხალხი! ყველა, ვინც დღეს მიტინგზე გამოდის – მოღალატეა!

რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველა, ვინც აქციებში მონაწილეობს, მოღალატეა.

“ვიზიარებ რისხვით!
შოთა, ყოველ სიტყვას ვიზიარებ!!!
ეს უაზრო “ლაიქები”, ზოგიერთი ვითომ “ბომონდის” წარმომადგენლების, რომელთაც თავი ქუდში აქვთ და ბევრს უცხოური პასპორტიც…
ზოგი რუსეთში ცხოვრობს, რუსული პასპორტით და იქედან აგინებს რუსეთს,
გაუთვლელი, ეპატაჟური სისულელე და “ვაი პატრიოტიზმი”!!!!
მეზიზღება ეს ხალხი!
ყველა, ვინც დღეს მიტინგზე გამოდის – მოღალატეა!!!!”, – წერს ქეთი დოლიძე საკუთარ “ფეისბუქგვერდზე”.

კომენტარები

სხვა სიახლეები