2017 წლის სექტემბერში ქეთა თოფურიამ 43 წლის ბიზნესმენ ქმართან, ლევ გეიხმანთან განქორწინება დაადასტურა. ყოფილმა ცოლ-ქმარმა ერთად 7 წელი გაატარა, მათ შორის 3 ქორწინებაში. ახლა მომღერალი მათ საერთო ქალიშვილს 2 წლის ოლივიას ზრდის.
განშორების მიუხედავად, მსახიობი ყოფილ ქმართან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს. ქეთი ყვება, რომ შვილთან ერთად ლევს ხშირად სტუმრობს, თავად ბიზნესმენიც ოლივიას სანახავად ყოფილ მეუღლესთან რეგულარულად მიდის.
“მე და ლევს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ოლივიას ერთად გაზრდას განვაგრძობთ. მაქსიმალურად ვცდილობთ ორივემ ერთად გავასეირნოთ. ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს თუ რომელ ბაღში იაროს, რითი დაკავდეს, როგორ განვავითაროთ”-აცხადებს ვარსკვლავი რუსული OK!-ის ინტერვიუში.
რამდენიმე თვეა, რაც ქეთას და გუფის რომანზე საუბრობენ. ვარსკვლავები ურთიერთობას ოფიციალურად არ აჟღერებენ, თუმცა ინტრიგით მუდამ გამოირჩევიან.
წყარო:http://www.okmagazine.ge