ქეთა თოფურია სამშობიაროდ ამერიკაში გაემგზავრა

28 წლის მომღერალი ქეთა თოფურია ორსულობის ბოლო თვეშია და ეს არ უშლის ხელს მოგზაურობაში – ამ დღეებში ქმართან ერთად აშშ-ში გაემგზავრა. რუსული პრესის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქეთა სხვა ვარსკვლავების მაგალითს მიბაძავს და ამერიკაში იმშობიარებს.

ამბობდნენ, რომ ქეთა ბავშვს გაზაფხულის ბოლოს ელოდებოდა, შესაბამისად, ალბათ ამერიკაში აპირებს დარჩენას მშობიარობამდე.

ქეთა შესანიშნავად გამოიყურება, ორსულობამ კიდევ უფრო დაამშვენა. მისი ქმარიც ბედნიერებას ვერ მალავს მისი მდგომარეობით და სიხარულით ელის პატარას – სავარაუდოდ, ისევ გოგონას (ლევ გეიხმანს პირველ ცოლთანაც ქალიშვილი ჰყავს, რომელიც ახლა 15 წლისაა)

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები