მინიმალური კოსმეტიკით და კლასიკური ლუქით ქეთა ძალიან კარგად გამოიყურება. ერთადერთი მინუსი – დამაფიქსირებელი ლაქის ზედმეტი რაოდენობაა, რომელიც თმაზე ძალიან შესამჩნევია და ვარცხნილობას „პლასტმასის“ იერს სძენს.
ქერა თმა და წითელი პომადა – ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ვარსკვლავს უცდია დამსგავსებოდა მერილინ მონროს და ქეთაც არ არის გამონაკლისი.
დაწეპებული წამწამები ქეთასთვისაც კი ზედმეტია, თუმცა ამჯერად მომღერალმა ქერა თმა „ადამიანური“ თმის ფერით მაინც შეცვალა.
ქეთა რადიკალურად შეიცვალა, ასეთი მაკიაჟი და თმის ფერი ბევრად უფრო უხდება მომღერალს, ვიდრე გათეთრებული თმა და მკვეთრი ტონები სახეზე.
ფაქტია, რომ მას სწორი თმა უფრო უხდება, ვიდრე ხვეული, ქეთაც მიხვდა ამას და სამუდამოდ თქვა უარი ლოკონებზე.
ქეთამ ნელ-ნელა შეცვალა სტილი და უფრო დახვეწილი ლუქებით ჩნდებოდა თავშეყრის ადგილებზე.
მომღერალს ძალიან უხდება წითელი პომადა და ის იდეალურად უხამებს ამ ფერს მაკიაჟს.
ქეთამ მოირგო ახალი სტილი და ის ყოველთვის ძალიან ეფექტურად გამოიყურება. მომღერალი არა ერთხელ დაუსახელებით რუსეთის ყველაზე გემოვნებიან სელებრითად.
შეგახსენებთ, რომ А-Студио-ს სოლისტი დიზაინერობაშიც ცდის ძალებს, ქეთას ტანსაცმლის საკუთარი ხაზი Ketione აქვს