ქეთა თოფურიას ახალი კლიპი, რომელიც მისთვის სიმბოლური გახდა – როგორია მომღერლის კულისებს მიღმა ცხოვრება
ქეთი თოფურიამ, ორი კვირის წინ რეპერ “გუფთან” დაშორების შესახებ ამცნო საზოგადოებას. მომღერალმა გაიგო, რომ შეყვარებულმა მას 18 წლის იანა შევცოვასთან უღალატა.
“გუფთან” დაშორების შემდეგ ქეთამ ლეონიდ აგუტინის სიმღერაზე შექმნილი ახალი კლიპი წარადგინა, სახელად “მშვიდობით”. მაშინ თოფურიამ არ იცოდა, რომ ეს კლიპი მისთვის სიმბოლური გახდებოდა.
შავ-თეთრ ვიდეოში მომღერალმა კულისებს მიღმა ცხოვრება აჩვენა, ის, თუ როგორ ატარებდა რეპეტიციებს, როგორც ემზადებოდა კონცერტებისთვის და ფოტოსესიებში იღებდა მონაწილეობას. კლიპში ასევე ქეთას შვილსაც ნახავთ. კლიპის ფინალში ქეთა მინაზე წერს სიტყვას “მშვიდობით”, შემდეგ კი სააბაზანო ოთახში ორიდან ერთ-ერთ კბილის ჯაგრისს აგდებს.