KETIone – ეს პრემიუმ-კლასის ტანსაცმლის ახალი ბრენდია, რომელსაც A-STUDIO-ს ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია აწარმოებს. ერთი წლის წინ დაარსებულმა ბრენდმა უკვე შეძლო მომღერლის თაყვანისმცემელთა გულების მოგება. მან მოდის ოლიმპოზეც დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ახლა კი მომღერალმა საკუთარი ნაწარმი, როგორც ქეთა თოფურიას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, MERCEDES FASHION WEEK-ზე წარადგინა.
„მეგობრების ენთუზიაზმის წაყალობითა და მათი დაჟინებული თხოვნით, მოდის კვირეულში მე პირველად ვმონაწილეობ. თავდაპირველად, როდესაც ბრენდი KETIone ჩამოვაყალიბე, არ ვგეგმავდი დეფილეზე ჩვენებების მოწყობას, იმის გათვალისწინებით, რომ მე არ მიმაჩნია საკუთარი თავი პროფესიონალ დიზაინერად. თუმცა, შემდეგ ყველა ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა დიზაინერებმა, ერთხმად აღნიშნა: – „მიდი, რატომაც არა“ და ასე ამ იდეას მხარი აუბეს. ჩემი კოლექცია შთაგონებულია ლოს -ანჯელესში, ამიტომაც ის ბევრად უფრო ფერადია, ვიდრე მისი წინამორბედი. რა თქმა უნდა, ის მაინც ინარჩუნებს იმ ძირითად ხაზს და ისეთივე სტილშია გადაწყვეტილი, რომელიც მე ძალიან მომწონს და ვატარებ“,- აცხადებს ქეთა თოფურია.
KETIone-ს ქალური და ელეგანტური კოსტიუმები ჰაეროვანი მატერიისგან მზადდება, რომელიც გადაწყვეტილია ფერად პალიტრაში. ძირითადი კოლექცია მოიცავს ტოპებს, საღამოს კაბებსა და შთამბეჭდავ დეკოლტეებს, ასევე ქურთუკებსა და მჭიდრო ქვედა კაბებს. დიზაინერი აქცენტს სამოსში მეტ მგრძნობიარობაზე აკეთებს და, ამავე დროს, ორიენტირებულია მინიმალიზმზე, რომელიც კონტრასტული ფერებითაა გადმოცემული.
კოლექციის პირველი ხაზის სახე მოსკოველი მოდელი დარია მალიგინა იყო. სწორად მას ანდო თოფურიამ მისი დახვეწილი შემოქმედების წარდგენა. მოდური ბრენდის სრული კოლექციის ჩვენება Mercedes Fashion Week-ზე გუშინ გაიმართა.