მომღერალმა ქეთა თოფურიამ მამის დღე მეუღლესთან და ახალშობილ ქალიშვილთან ერთად აღნიშნა. ქეთა “ფეისბუქზე” ოჯახური იდილიის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, პატარა ოლივია სამყაროს 16 ივნისს მოევლინა. ორსულობის ბოლო პერიოდი ქეთამ ლოს-ანჯელესში მეუღლესთან, ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ერთად გაატარა. რუსული პრესის ინფორმაციით, ქეთამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში იმშობიარა. ამ კლინიკის პაციენტები თავის დროზე იყვნენ მადონა, ბრიტნი სპირსი, კიმ კარდიშიანი. კლინიკაში მშობიარობა დაახლოებით 30 ათასი დოლარი ღირს.
წყარო: http://www.ambebi.ge