ქეთა თოფურიამ თავის “ბოიფრენდზე” ღიად ისაუბრა

A’Studio-ს სოლისტმა, ქეთი თოფურიამ რეპერ “ბოიფრენდ” გუფთან ურთიერთობაზე მედიასთან ღიად პირველად ისაუბრა. ჟურნალისტებთან გულახდილობა მან სოჭში მიმდინარე ფესტივალზე – „ახალი ტალღა“ გამოიჩინა. აქამდე, ქეთი ასე გულწრფელად გუფთან რომანზე არასოდეს საუბრობდა. დიდი ხნის განმავლობაში, შეყვარებულები ურთიერთობას მალავდნენ კიდეც. ბოლო პერიოდში კი „ინსტაგრამში“ მათი საერთო ფოტოებიც მრავლად გამოჩნდა.
„ლიოშას გარეშე ჩამოვედი, დიდად არ უყვარს ასეთი ღონისძიებები, მაგრამ მე ვაიძულებ ხოლმე, სადმე ერთად წასვლას. რა თქმა უნდა, გვენატრება ერთმანეთი, თუმცა, ორ-სამდღიანი განშორება ნორმალურია, ასწორებს კიდეც – ერთმანეთი არ გვბეზრდება“, – უთხრა ჟურნალისტებს თოფურიამ.
ახლახან, ქეთა გუფს საჯაროდ გამოუტყდა სიყვარულში. მან თავის მიკრობლოგში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც საბერძნეთში გადაიღო. იქ ქეთა შეყვარებულის გარეშე ისვენებს, რადგან სამუშაოს გამო, გუფმა წასვლა ვერ შეძლო.
„ მაინც მხოლოდ შენ მიყვარხარ“, – მიმართა ქეთამ შეყვარებულს.

კომენტარები

სხვა სიახლეები