„ქეთამ, რომ გაიგო თბილისის ტრაგედია, ნერვიულობდა, ვაწყნარებდით, სურათების ნახვას ვუშლიდით“

მომღერლის დედა ქალიშვილის მშობიარობის დეტალებზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

„ბავშვი 3 კილო და 60 გრამი დაიბადა, 52 სანტიმეტრი. ალივია დაარქვეს და ლივს დავიძახებთო. ქეთამ ბუნებრივად იმშობიარა, მშობიარობას ქმარიც დაესწრო, სხვათა შორის ქეთას რძეც აქვს. ქეთა და ბავსვი აგვისტოს ბოლომდე დარჩებიან ამერიკაში. მერე კი მოსკოვში დაბრუნდებიან. თბილისის ტრაგედიის შსახებ ქეთამ მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგო და ისე ნერვიულობდა, ვაწყნარებდით. ვეუბნებოდით შვილზე გადმოერთე-თქო. სურათების დათვალიერებას ვუშლიდით. სულ ბავშვობას და ზოპარკში გატარებულ დროს იხსენებდა, ძალიან განიცადა“, – ამბობს ნატა „თბილისელებთან“ საუბრისას.

წყარო: თბილისელები 

კომენტარები

სხვა სიახლეები